რამდენს შეადგენს პუტინის, პოროშენკოს და 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირველი პირების ხელფასები?
მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პირველი პირების რეიტინგს სათავეში სინგაპურის პრემიერი ლი სიან ლუნი უდგას, რომლის წლიური ხელფასიც 2 მილიონ 183 ათას 516 აშშ დოლარი (სინგაპურში მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 31 392 დოლარია) გახლავთ.
ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „სლოვო ი დილო“ აქვეყნებს.
ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პირველი პირების ტოპ ოცეულში მეორე ადგილს ჰონკონგის აღმასრულებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჩუნ-ინგ ლეუნგა იკავებს, რომლის წლიური ხელფასიც 530 ათას აშშ დოლარს (ჰონკონგის მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 18 540 აშშ დოლარი) შეადგენს.
სამეულს ბარაკ ობამა ასრულებს, რომლის წლიური ხელფასიც 400 ათასი აშშ (აშშ-ს მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 39 156 აშშ დოლარი) დოლარია.
ანგელა მერკელი წლიური 283 ათასი აშშ დოლარით – რეიტინგში მეცხრე (გერმანიის მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 32 640 აშშ დოლარი) პოზიციაზეა.
ფრანსუა ოლანდმა და დევიდ ქემერონმა რეიტინგში მე-13 და მე-14 ადგილები დაიკავეს, შესაბამისად, წლიური 230 (საფრანგეთის მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 34 632) და 215 ათასი ( დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 36 780) აშშ დოლარით.
უკრაინული გამოცემის თანახმად, ტოპ ოცეულში ვერ მოხვდა ზოგიერთი ექსპერტის მიერ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აღიარებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის წლიური ხელფასიც 115 ათასი აშშ დოლარი ( რუსეთის მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 5928 დოლარია) გახლავთ.
ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წლიური ხელფასი 33 600 ( ბელორუსიის მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 5472 აშშ დოლარი გახლავთ) აშშ დოლარია.
გაცილებით მცირეა უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს წლიური ხელფასი, რაც წელიწადში მხოლოდ 11 640-ს (უკრაინის მოქალაქეთა საშუალო წლიური ხელფასი – 1800 აშშ დოლარია) აშშ დოლარს შეადგენს.
წყარო: slovoidilo.ua