ლადო სადღობელაშვილი და “თავისუფალი თაობის” წევრები დააკავეს
მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ საპროტესტო აქციას მართავს.
„თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა ადგილზე პლაკატები და საღებავიანი კვერცხები მიიტანეს და შენობას ესროლეს, რის შემდეგაც იქვე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ 5 მათგანი დააკავა, მათ შორის „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩარევას აპროტესტებენ.
შსს-ს განცხადებით, “თავისუფალი თაობის” წევრები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.