თბილისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ “ნუცუბიძეზე” მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბანკიდან წაღებულია თანხა. ბანკში, სავარაუდოდ, ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
აღნიშნულს შსს-ში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, საქმე აღძრულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები