12 წლის ორსული გოგონას ყოფილ მეუღლეს პატიმრობა შეეფარდა

დღეს გურჯაანის სასამართლომ 12 წლის ორსული გოგონას ყოფილ მეუღლეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “კვირას” უზენაეს სასამართლოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მას ბრალი 140-ე მუხლით წარედგინა, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 7- დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მეშვიდეკლასელი გოგონა ზაფხულში გათხოვდა. იგი მეუღლემ, დაახლოებით, შვიდთვიანი თანაცხოვრების შემდეგ მიატოვა. ამ დროისთვის მოზარდი 6 თვის ორსულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები