ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში მისვლას გეგმავენ

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატები საქმის მასალების შესწავლას განაგრძობენ, რა მიზნითაც ისინი თბილისის პორკურატურაში მისვლას დღესაც გეგმავენ. ეროსი კიწმარიშვილის საქმეს შესაძლოა, კვალიფიკაცია შეეცვალოს და გამოძიება მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს. გამოძიებაში დამატებითი დეტალები გამოიკვეთა. კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე საეჭვო პირი გამოჩნდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს შემთხვევის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები