ირაკლი შოთაძე: გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან თანამშრომლობით მიმდინარეობს
მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კიწმარიშვილის ოჯახს სრული წვდომა აქვს საქმის მასალებთან და საგამოძიებო მოქმედებები მათთან თანამშრომლობით გრძელდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვა კომენტარის გაკეთება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია.
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაზარალებულის, კონკრეტულად ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს სრული წვდომა აქვს სისხლის სამართლის მასალებთან, ასევე, სრული წვდომა აქვს იმ მტკიცებულებებთან, რაც საქმეში მოიპოვება და რაც უპრეცედენტოა. შესაბამისად, ამ გამოძიებაში არაფერია დამალული. საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ გამოძიების ინტრესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს და გამოძიება მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.