მიხეილ სააკაშვილი: ამერიკელები რუსეთის ბირთვულ პოტენციალს 40 წუთში გაანადგურებენ

პუტინს, რა თქმა უნდა, შეუძლია ჩვენი დაშანტაჟება, თუმცა თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ 40 წუთში მისი ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს, არც მისი ბირთვული იარაღი იქნება და არც თავად დარჩება ცოცხალი, განცხადება ამასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გადაცემა “შუსტერ.ლაივში” სტუმრობისას გააკეთა.
“ვარაუდობენ, რომ ააფეთქებენ მარიუპოლის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს და არავინ არაფერს მოიმოქმედებს, არადა საპასუხო ქმედება აშშ-ს საბრძოლო დოქტრინაში დეტალურად არის გაწერილი: არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცვლელია. შესაბამისად, აშშ-მ საპასუხო ქმედება უნდა განახორციელოს. ამერიკელებს 40 წუთის განმავლობაში, სრულად შეუძლიათ გაანადგურონ რუსეთის ბირთვული პოტენციალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები