აკაკი მინაშვილი: აბაშიძის განცხადება რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს

უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს მიაჩნია, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადება რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს. მისივე თქმით, აღნიშნულმა განცხადებამ ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლური კურსის გაგრძელებას არ აპირებს.
“ის, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, ღიად ადასტურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება თამაშობს რუსულ თამაშს. ის კატასტროფული განცხადება, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არ იქნება, საქართველოს ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება, პირდაპირ რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს და ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს გააგრძელოს დასავლური გზა და დასავლური კურსი. ეს არის პირდაპირ გამეორება იანუკოვიჩის პოლიტიკის, რასაც უკრაინაში ახორციელებდა. რაც მოხდა უკრაინაში, ყველამ კარგად ვიცით”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განცხადა, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები