„ნინო გვენეტაძეს მოსამართლის მანტია არასდროს შეუბღალია. მე ვთხოვ პარლამენტარებს, ამ ღირსეულ კანდიდატს მხარი დაუჭირონ“

სამართლის ექსპერტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის ნინო გვენეტაძის მაღალკვალიფიციურობაზე ისაუბრა და პარლამენტარებს მისი მხარდაჭერა თხოვა. მისი განცხადებით, ნინო გვენეტაძე ძალიან ღირსეული კადრია და კონსტიტუციით გაწერილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
„ნინო გვენეტაძე ძალიან ღირსეული კანდიდატი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. ამ ადამიანს თავისი საქმისთვის არასოდეს უღალატია, არასოდეს შეუბღალია მოსამართლის მანტია. მოვუწოდებ პარლამენტარებს, როგორც ხალხის რჩეულებს, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ“,- აღნიშნა მერაბ ტურავამ.
ტურავამ ნინო გვენეტაძის პოლიტიკრი წარსულის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ნინო გვენეტაძე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო, აქტიური პარტიული მუშაკი არასდროს ყოფილა და მაშინაც ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები