გიორგი გოგაძე: გარკვეული დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პროკურატურას პარლამენტისთვის არ მიუმართავს

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ გარკვეული დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პროკურატურას პარლამენტისთვის ამ ეტაპზე არ მიუმართავს. გოგაძის განმარტებით, როგორც კი მსგავსი საკითხი დღის წესრიგში ჩნდება, პროკურატურა მყისიერად მოქმედებს.
“პროკურატურას პარლამენტისთვის არავის იმუნიტეტის მოხსნაზე არ მიუმართავს. როგორც კი დღის წესრიგში ჩნდება ასეთი საკითხი, პროკურატურა იმ წუთში მოქმედებს და ამის შესახებ თქვენც გაიგებთ”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები