„სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს პროკურატურა ელოდება, რომ კიევიდან უარს მიიღებს“

მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უკრაინიდან პასუხი მიღებული არ არის, თუმცა ველოდებით, რომ პასუხად უარს მივიღებთ, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვზე, თუ რა მოლოდინი აქვს პროკურატურას სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირების, იმ დროს, როდესაც უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილედ დავით საყვარელიძე, ხოლო შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძე დაინიშნა, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
“მათი იმედი საქართველოს წლების წინ ჰქონდა, ვნახეთ, როგორც გაამართლეს იმედები და იმაზე პასუხი, ახლა რა იმედი უნდა გვქონდეს ამ ხალხისგან, ზედმეტია. ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც ძებნილია და სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ არ შევწყვეტთ ამ მიმართულებით მუშაობას, არა მხოლოდ უკრაინასთან და არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ეს პროცედურა ერთ დღეში არ მთავრდება, მომზადებული გვაქვს საშინაო დავალებები და ვმუშაობათ”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე უკრაინისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები