უამინდობის გამო სტამბოლი-თბილისისა და თბილისი-სტამბოლის რეისების შესრულება ვერ ხერხდება

  თურქეთში დიდთოვლობის გამო სტამბოლი-თბილისისა და თბილისი-სტამბოლის რეისების შესრულება ვერ ხერხდება. როგორც “კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, Turkish Airlines-ის თვითმფრინავი სტამბოლიდან თბილისში 04:25 საათზე, ასევე, 11:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აღნიშნული რეისები ვერ სრულდება.
სტამბოლიდან არ გამოფრენილა Atlasjet-ის თვითმფრინავიც, რომელიც თბილისში 03:40 საათზე უნდა დაშვებულიყო. აეროპორტის ინფორმაციით, იმის გამო, რომ სტამბოლიდან ფრენები არ განხორციელებულა, შესაბამისად, თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით რეისები ვერ სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები