ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთში ვიზიტით მიიწვიეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვიეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწვევა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხი კოლეგისგან, ბოგუსლავ სობოტკასგან მიიღო.
ვიზიტის მზადება უკვე მიმდინარეობს. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის თარიღი ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები