ვაკის საცურაო აუზთან მოქალაქე დაჭრეს

ვაკის საცურაო აუზთან მოქალაქე გიორგი გუდაძე მსუბუქად დაჭრეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გუდაძემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები