პროკურორი: უგულავას გათავისუფლებამ შესაძლოა, საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს
ბრალდებულს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას შეეცდება, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავს მიმდინარე პროცესზე პროკურორმა, მერაბ ჯერანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უგულავა 2014 წლის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს, რა დროსაც ქვეყნიდან გასვლის გზით მიმალვას ცდილობდა, რის გამოც ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიმალვის საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, უგულავას პტიმრობიდან გათავისუფლებამ საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს.
პროკურატურის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მოსამართლემ უნდა მიიღოს განჩინება გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან.
დაცვის მხარე უგულავას 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.