გიგი უგულავას პროცესი რამდენიმე საათით გადაიდო
სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლის მიერ ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული გიორგი ღონიაშვილი ჯანმრთლობის მდგომარეობა გაუარესების გამო სხდომას ვერ დაესწრება.
თუმცა უცნობი იყო, თანახმაა თუ არა ბრალდებული მისი დასწრების გარეშე გაგრძელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა.
სწორედ ამ მოტივით, მოსამართლემ საქმის გადადება მოითხოვა, ღონიაშვილისა და გიგი უგულავას ინტერესების დამცველებმა კი შუამდგომლობა დააყენეს და მოითხოვეს, რომ ორ საათში წარმოადგენენ სხდომაზე წერილს, სადაც ღონიაშვილი მიუთითებს, რომ იგი თანახმაა მისი დაასწრების გარეშე გაგრძელდეს სხდომა.
შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და სწორედ ახლა ღონიაშვილის ინტერესების დამცველს ზემოაღნიშნული წერილით ელოდებიან.
შეგახსენებთ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი პროკურატურის პოზიცია დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რის შემდეგადაც სასამართლო განჩინებას გამოიტანს. თბილისის ყოფილი მერის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ რამდენიმე დღის წინ დააყენა.