იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლება მათი პრობლემის მოგვარებას არ ცდილობს და ისინი გამოსახლებების შეჩერებას ითხოვენ.
იპოთეკით დაზარალებულები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებს იგნორირებას უკეთებს, რაც იპოთეკით დაზარალებულებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ასევე უვადო მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები შეუერთდნენ, რომლებმაც აქციაზე მთავრობის გადაყენება მოითხოვეს.
ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები