ირმა ინაშვილი: ვის უნახავს ეს ხელისუფლება სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებს

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, გაასაჯაროოს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები. ამასთანავე, ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას „ბულგარეთიც კი სჯობნის საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში”.
„იცით, რა მიკვირს? ვის უნახავს ეს ხელისუფლება სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებს, სადაც ყავარჯნიანი მანიაკი, პოლიციის შენობაში, მაგიდაზე „სკოჩით” დაკრულ პატიმარს აუპატიურებს? კიდევ ერთხელ გეუბნებით: გაასაჯაროვეთ ამ კადრების ფრაგმენტები (დაფარეთ სახეები) და ღიად აჩვენეთ ქართველ ხალხსაც, მსოფლიოსაც, რას აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი. რისთვის აღმოაჩინეთ, მუთაქებში შესანახად?! ან ვისი უფლება შეილახება, თუ სახეებს დაფარავთ და კადრებს ისე გაასაჯაროვებთ?!.. მაგრამ გეშინიათ… არც ნება გაქვთ, არც სულისკვეთებით გამოირჩევით… ბულგარეთიც კი გჯობნით საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში. მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი 2020 წლამდე გაიგრძელეს, ცალმხრივად… ევროკავშირს კი, დაემუქრნენ, რომ ჯერ მათი ეროვნული ინტერესებია და მერე – დანარჩენი მსოფლიო. სხედხართ კაბინეტებში და დიდი ეჭვი მაქვს, ვერც ხვდებით, რომ იძირებით… მაგრამ თქვენს ჩაძირვას კიდევ აიტანდა კაცი, ქვეყანა კიდევ ერთხელ დგება საფრთხის ქვეშ. გული მტკივა. ბოროტებასთან მოგებული ომი წაგვაგებინეთ. ყველაფერი თავიდანაა დასაწყები”, – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები