უმტკივნეულო რეფორმები არ არსებობს – თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

“უმტკივნეულო რეფორმები არ არსებობს”, – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს პასუხობს.
ამ უკანასკნელმა სავიზო პოლიტიკის გამკაცრების გამო კრიტიკული განცხადებები “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
თეა წულუკიანის განცხადებით კი, ამ საკანონმდებლო ცვლილების წყალობით, ევროკავშირმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პირველ ეტაპს წარმატებული უწოდა. “თუ ეს რეფორმა  ჩემი ბრალია, ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემი ბრალია. რადგან ამ ჩემმა რეფორმამ, რომელშიც სხვა ბევრი უწყებაც იყო ჩართული, ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა, შარშან, ოქტომბერში, ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიბრალებ ამ რეფორმას. ეს ქვეყნის დიდი წარმატება იყო”,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების გამო პასუხისმგებლობა სწორედ საგარეო უწყებას ეკისრება, “არასწორი” და “მცდარი” უწოდა.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო რამდენიმე უწყებას შორის შეთანხმებულად მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ფანჯიკიძის განმარტებით, საემიგრაციო პოლიტიკის შემმუშავებელ კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და, შესაბამისად, კითხვები სწორედ იუსტიციის სამინისტროსკენ უნდა წავიდეს და არა – მისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები