ირაკლი ალასანია სააკაშვილს ბარონ მიუნჰაუზენს უწოდებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბარონ მიუნჰაუზენს უწოდებს და ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებებზე არანაირ სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.
„ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებებზე საქართველოში უკვე აღარ გვაქვს სერიოზული კომენტარები. არც მე გავაკეთებ სერიოზულად არანაირ კომენტარს“, – განაცხადა ალასანიამ.
ექსპრეზიდენტმა ირაკლი ალასანია რამდენჯერმე გააკრიტიკა გადაცემა „არჩევანში“ ინტერვიუს დროს და აღნიშნა, რომ ალასანია გაეროში ელჩობის პერიოდში, რამდენჯერმე „ცუდად მოიქცა“. სააკაშვილის თქმით, 2008 წლის შემდეგ, ომის დაწყებაზე ალასანია იმას ამბობდა, რასაც შემდგომში „ქართული ოცნება“.
“ფაქტია, რომ ადამიანი, ვისაც უნდა ჰქონოდა მართლა დასავლური ფასეულობები, აღმოჩნდა სრულიად საწინააღმდეგო ბანაკში და ბოლომდე ძალიან მგზნებარებით აკეთა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ”,- აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ალასანია ასევე სამხედრო წარმოების გაჩერებაში დაადანაშაულა. „მისი შეხედულებები ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ რაც მწყინს, სამხედრო წარმოებაა, რაც შვილობილად მიმაჩნია… ყველაფერი ერთად გაჩერდა, ირაკლი ალასანიას ვადანაშაულებ ამაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები