ემზარ კვიციანი შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ

   ემზარ კვიციანი შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ. შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ან გაუქმებაზე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.
ემზარ კვიციანი სამართალდამცველებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის და უკანონო დაჯგუფების ფორმირებისთვის იძებნებოდა. ხვალ დილამდე გაირკვევა – მიიღებს თუ არა სასამართლო ადვოკატის შუამდგომლობას.
„საზღვრის დაცვის პოლიციას შეშვება ვთხოვე, მაგრამ არ მომცეს ნება, აქედან გამომდინარე დაკავება არის ფაქტობრივად უკანონო. როცა დაკავების ოქმი კანონის მოთხოვნების დარღვევით არის შედგენილი, ამ შემთხვევაში ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს პროკურატურამ“,- განაცხადა ემზარ კვიციანი ადვოკატმა კობა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები