კანადა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს
კანადა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.”სი-ბი-ეს”-ის ცნობით, “შავ სიას” 37 ფიზიკური და 17 იურიდიული პირი შეემატება. ზოგი მათგანი უკრაინაში მოღვაწე რუსი მილიონერია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ სიაში ახალი კომპანია “როსტეხის” ხელმძღვანელი, სერგეი ჩემეზოვიც მოხვდა. კანადის პრემიერ-მინისტრის სტეფან ჰარპერის განცხადებით, კანადა ყოველთვის დაგმობს რუსეთის აგრესიულ დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.
“კანადის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობასა. არასდროს გავამართლებთ რუსეთის მიერ უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსირებას”,- განაცხადა ჰარპერმა.