ანი მიროტაძე რუსეთ-ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას მორიგ ანექსიად აფასებს

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ.
ფრაქცია “ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის” წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ დღეს მთელს მსოფლიოში ამას ყველა სეპარატიზმის სახელს არქმევს. მიროტაძის თქმით, ხელისუფლების ბრძოლა არის სამართლიანი და იმედოვნებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება შესაძლებელი იქნება. “მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. ეს არის საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ჩვენ შევძლებთ სეპარატიზმის დამარცხებას და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“,-განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები