ვიქტორია ნულანდმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში რეგიონულ ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გმირთა მოედანზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად ასევე, იმყოფებოდნენსაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები