ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობას აპირებს
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შესაძლოა, გორის მერად იყაროს კენჭი. სოციალურ ქსელში გაიხსნა გვერდი “ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერად“.
ოქრუაშვილის თანაპარტიელები აღნიშნულ გვერდს ფეისბუქის საშუალებით ავრცელებენ.
გვერდზე განთავსებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიოგრაფიაც. ამბობენ, რომ ოქრუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და კენჭს გორის მერობისთვის იყრის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარს რამდენიმე დღეში გააკეთებს.