2015 წლის ბოლოს „ენგურჰესის“ გაჩერება იგეგმება

ენერგეტიკის სამინისტრო „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას გეგმავს, რა დროსაც ჰესის მუშაობა შეჩერდება. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება.
„ყველა ჰიდროელექტროსადგური, ერთის გარდა, პრივატიზებულია და კერძო ბიზნესის ხელშია. სახელმწიფოს კუთვნილება ერთადერთი „ენგურჰესია“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და პროექტები ამ სადგურის აგრეგატების რეაბილიტაციის და ამას 2015 წლის ბოლოსთვის დავიწყებთ. მოგვიწევს გარკვეული დროის მანძილზე სადგურის გაჩერება, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები