პოროშენკო გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერდ ლამერტს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ლამბერტმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალს შესაძლოა, ევროპის მომავალი გადაეწყვიტა. აქედან გამომდინარე, უკრაინაში არსებული მდგომარეობის დარეგულირება უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. მან მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინის პრეზიდენტს. პოროშენკომ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას და განაცხადა, რომ გერმანიის მხარდაჭერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
“ჩვენ ვაფასებთ თქვენ მხარდაჭერას და ვგრძნობთ, რომ ნამდვილად გულშმატკივრობთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას”,-განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 12 თებერვალს “ნორმანდიული ოთხეულის” მიერ ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებაში გერმანიის წვლილი უდიდესი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები