ნიკო ფიროსმანის ნახატი და რადას ქართველი დეპუტატები – პროტესტი უკრაინულ სოციალურ ქსელში
რუსულ ფორუმებზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „ლაივ-ჟურნალზე“ უკრაინული მინისტრთა კაბინეტის ალეგორიული ინტერპრეტაციით ფიროსმანის ნახატიც განთავსებულია წარწერით – „უკრაინის მინისტრთა კაბინეტი“.
სოციალური ქსელის მომხმარებლები აპროტესტებდნენ ქართველების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას და აცხადებდნენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ქართველები კი არა, პერსონა ნონ – გრატები იყვნენ. მომხმარებლები წერდნენ, რომ უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირები მხოლოდ იმიტომ ინიშნებოდნენ, რომ მათ სააკაშვილთან კავშირი ჰქონდათ.