“holiday Inn” – ში სატყეო სექტორში რეფორმებზე იმსჯელეს

მწვანე ეკონომიკის ფარგლებში, სატყეო სექტორში რეფორმებსა და ტყის მდგრადი მართვის სამომავლო გეგმების განხორციელებაზე სასტუმრო “holiday Inn” – ში იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველო მწვანე ეკონომიკის რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც ეროვნული მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. შეხვედრაში 11 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მიმდინარე წელს ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია ტყის მდგრადი მართვის განვითარების კუთხით, სწორედ მწვანე ეკონომიკის ასპექტების ასახვა იქნება.
მწვანე ეკონომიკა წარმოადგენს მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მთელი რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები განახორციელა.

შეხვედრას, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები