საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების სამუშაოებია.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შარტავას, გაგარინის, ვაზისუბნის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, ზემო ვეძისის და არაზიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.