რომან გოცირიძე: მე რომ ფინანსთა მინისტრი ვიყო!

მე რომ ფინანსთა მინისტრი ვიყო! – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე და დასძენს, რომ იგი აუცილებლად დააფინანსებდა პროექტს: „ ქართული კინოს ცოცხალი კლასიკოსები”! ექსპერტი ამბობს, რომ თუ იგი მინისტრის თანამდებობაზე იქნებოდა, ამ პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე რეჟისორს მილიონ ლარს დაუყოვნებლივ გადაურიცხავდა.
„მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორია ეკონომიკური თვალსაზრისით.
ვინმეს რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს პატივს არ ვცემ
კულტურას და მხოლოდ მშრალი ეკონომიკური პოზიციიდან ვუდგები საკითხს, ჩემი ერთი ოცნება მინდა გაგიმხილოთ.
მე რომ ფინანსთა მინისტრი ვიყო, აუცილებლად დავაფინანსებდი პროექტს: ” ქართული კინოს ცოცხალი კლასიკოსები”!
ყოველგვარი სცენარის წარდგენისა და სხვა პროცედურების გარეშე მივცემდი თითო მილიონ ლარს: ელდარ შენგელაიას, მერაბ კოკოჩაშვილს, გიორგი შენგელაიას, ოთარ იოსელიანს, ლანა ღოღობერიძეს, მიხეილ კობახიძეს. შეიძლება კიდევ ერთ-ორს. 80 წელს გადაცილებულებს. გადაიღონ, რაც უნდათ.
ეს იდეა ყოველთვის მახსენდება, როცა რომელიმე ტოპფესტივალზე მანუელ დე ოლივეირა მორიგი ფილმით წარდგება ხოლმე. დღეს იგი 107 წლისაა. რა თქმა უნდა, მორიგ ფილმზე მუშაობს.
ფული საიდან? გაბერილი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებიდან. რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გამონთავისუფლება ერთ წუთში არის შესაძლებელი“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რომან გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები