წყალტუბოს გამგებელმა მოხუც ქალბატონს ოცნება აუსრულა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის დახმარებით, მოხუც ქალბატონს, რომელსაც შვილები სოფელ გუმათში დაეღუპა, სახლი აუშენეს.
მოხუცის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ის ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა, არ მიეტოვებინა. გამგეობის დახმარებით, მარტოხელა ქალბატონს ერთოთახიანი სახლი იმავე ტერიტორიაზე აუშენეს.
გარდა ამისა, საცხოვრებელი სახლისთვის პირადი მოხმარების საგნებს და ინვენტარს გამგეობა შეუძენს.
მუნიციპალიტეტი ყიდულობს სამზარეულოს ქურას, გამათბობელს, მაგიდას და სკამებს.