გურჯაანში შეშით დატვირთული ავტომობილი არხში გადავარდა – არის მსხვერპლი

გურჯაანში შეშით დატვირთული ავტომობილი არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად „ნივის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. საქმეს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები