მარინა მოლოდინი: ჟვანიას გარდაცვალება მკვლელობად შეფასდება და სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება

პარლამენტის ყოფილი წევრის, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას მეგობრის, მარინა მოლოდინის განცხადებით, პროკურატურა ჟვანიას მკვლელობას მალე გახსნილად გამოაცხადებს და სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება – ამის შესახებ მარინა მოლოდინი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ყოფილი დეპუტატი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ამ საქმეში ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები აღმოჩნდებიან.
„იციან, რომ ამ მკვლელობის გახსნით მათი პარტია პოლიტიკურ სამარეში სამუდამოდ ჩაესვენება და თან ლიდერებიც ჩაჰყვებიან. თუ ეს გარდაცვალება მკვლელობად შეფასდა, რაც ძალიან მალე მოხდება, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. არცერთი ქვეყანა მას თავშესაფარს არ მისცემს. ამიტომ, გადაწყვიტეს, ყველა მიღებული და მიუღებელი ფორმით გამოძიებას ხელი შეუშალონ. სამწუხაროა, რომ ამ საქმეში ზურას ყოფილი თანაგუნდელები აღმოჩნდებიან“, – განაცხადა მოლოდინმა.
მისივე თქმით, ესენი იქნებიან დაცვის წევრები და დანარჩენებიც, ვინც „ნაცმოძრაობას“ ბინაში სცენის დადგმაში, ფაქტების გაყალბებაში ეხმარებოდნენ.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არაერთი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელს დაურეკავს და ჟვანიას საქმის შეჩერება უთხოვია, რათა სააკაშვილი ბოლომდე არ გაეწირა.
„რამდენიმე ელჩი პრემიერს პირადადაც შეხვედრია. თუმცა, ღარიბაშვილს ყველასთვის ღირსეული პასუხი გაუცია – ჟვანიას მკვლელობა გახსნილია და მკვლელები აუცილებლად დაისჯებიანო. ეჭვიც არ მეპარება, რომ პრემიერის პოზიცია სწორედ ასეთია!“- განაცხადა მოლოდინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები