ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერს ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერს ეროვნულ დღეს ულოცავს.
ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს და სერბეთს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება.
„საქართველოს მთავრობის და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე.
დარწმუნებული ვარ, მეგობრული ურთიერთობები სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება მომდევნო წლებში და ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მიმართული იქნება ჩვენი ხალხის ერთობლივ კეთილდღეობაზე. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა, გაბრწყინება და კეთილდღეობა”, – აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ ვუჩიჩის გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები