გუდაური-კობის და მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვებია

გუდაური-კობის და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვებია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შეზღუდვებია გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კილომეტრზე, სადაც ადგილი ჰქონდა  ქვის ინტესიურ ცვენას.
სამინისტროს ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები