რა საშიშ დაავადებებს იწვევს “ანალგინი?

რა საშიშ დაავადებებს იწვევს “ანალგინის“ ხშირი გამოყენება? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ „პაციენტთა და მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან “ ნანა სანაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც სანაია გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, “ანალგინი“ მსოფლის 75 ქვეყანაშია აკრძალული.
მისი თქმით, პრეპარატი იწვევს ისეთი საშიში დაავადების განვითარებას, როგორიცაა აგრანულოციტოზი.
სანაია განმარტავს, რომ ესაა ალერგიული რეაქცია ყველა დანარჩენ სამკურნალო პრეპარატებზე.
“ეს პრეპარატი მსოფლის 75 ქვეყანაშია აკრძალული. განსახვავებით ჩვენგან. იქ ანალგინი გასული საუკუნის 80-იან წლებში აიკრძალა, რომლის ფარმაკოლოგიური სახელწოდებაცაა ნატრიუმის მეტამიზოლი. ანალგინი გამოიგონეს გერმანიაში ომის წინ და ის გამოიყენებოდა ტკივილამაყუჩებლად. ამის შემდეგ ეს მედიკამენტი იხმარებოდა თავის ტკივილის, გაციების და სიცხის დამწევადაც. პირველად შვედეთში აკრძალეს მისი გამოყენება, რომელსაც მალევე შეუერთდა ინგლისი, ამერიკა, იტალია და იაპონია.
ანალგინი იწვევს ისეთი საშიში დაავადების განვითარებას, როგორიცაა აგრანულოციტოზი. ესაა ალერგიული რეაქცია ყველა დანარჩენ სამკურნალო პრეპარატებზე. ნახევარი საუკუნის წინათ მედიკოსებმა მიაქციეს ყურადღება იმას, რომ აგრანულოციტოზი უვითარდებოდათ იმ პირებს, ვინც ანალგინს სამკურნალოდ იყენებდა. ამ ფაქტმა იმოქმედა ამ პრეპარატის აკრძალვაზე. თუმცა რუსეთში გამოჩნდნენ სპეციალისტები, რომლებმაც ანალგინი დაიცვეს და განაცხადეს, რომ ამ პრეპარატის საწინააღმდეგოდ წამოწყებული ბრძოლა გამოწვეული იყო იმით, რომ ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიას ბაზარზე ახალი პროდუქტის შემოსაგდებად სჭირდებოდა და, რომ ეს იყო პარაცეტამოლი და, რომ თუნდაც ანალგინი, ხშირ შემთხვევაში, იწვევდეს ალერგიას სხვა მედიკამენტებზე, მის თერაპიულ ეფექტურობაში ვერავინ შეიტანს ეჭვსო. სპეციალისტები აქვე დასძენდნენ, ირგვლივ ისეთი მედიკამენტები მომრავლდა, რომელთა ეფექტურობაც დიდად საეჭვიაო. ვფიქრობ ანალგინი არ უნდა დავტოვოთ ჩვენი წამლების სიაში, რადგანაც თუ ევროპის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით გადავდივართ ევროპული ცხოვრების ყაიდაზე და მათი ცხოვრების წესს ვიღებთ, მათ ეს მედიკამენტი ამოიღეს ხმარებიდან“, – აცხადებს ნანა სანაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები