ელენე ხოშტარია საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევას უხეშ დიპლომატიურ ქმედებას უწოდებს

ექსპერტი ელენე ხოშტარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მიწვევას უხეშ დიპლომატიურ ქმედებას უწოდებს. როგორც ხოშტარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მსაგავსი ქმედება არამეგობრული ქვეყნების მიმართ, ან სერიოზული კრიზისის დროს ხორციელდება.
„ელჩის დაბარება განმარტებებისთვის უკიდურესად უხეში დიპლომატიური ქმედებაა, რომელიც ხორციელდება არამეგობრული ქვეყნების მიმართ, ან სერიოზული კრიზისის დროს. დღევანდელი ჩვენი საქციელი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის უორიენტაციობის მაჩვენებელი, ჩვენი ინტერესებისთვის საზიანო და უბრალოდ ამორალური“, – წერს ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები