ქანთარია უკრაინაზე: მეგობარი სახელმწიფოები ასე არ იქცევიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, უკრაინაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამთავრობო თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გამიზნული აქტია.
ამის შესახებ მან „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამდენი ხნის განმავლობაში, როცა უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს ნიშნავდნენ, ვამბობდით – ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ-თქო, მაგრამ ამ საკითხს უკვე კოლექტიური სახე მიეცა, ხომ ხედავთ, რაც მივიღეთ შედეგად – თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოში ძებნილი ადამიანი”, – აღნიშნა ქანთარიამ.
„არ მაგონდება ქვეყანა, სადაც მეგობარ ქვეყანაში ძებნილ ადამიანს ნიშნავდნენ თანამდებობაზე. ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების უკრანინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა გარკვეული სახის პროვოკაციებს შეიცავს. მეგობარი სახელმწიფოები ასე არ იქცევიან”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. დეპუტატის განცხადებითვე, ქართველი მაღალჩინოსნების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას „უკრაინა, დამოუკიდებლად, დასავლეთთან შეუთანხმებლად ვერ გადაწყვეტდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები