ხვალიდან საქართველოში აცივდება – ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამიდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლი და ქარ-ბუქია მოსალოდნელი, ბარში კი იწვიმებს.
რაც შეეხება ჰაერის მოსალოდნელ ტეპერატურას, გვაზავას თქმით, ხვალიდან ჰაერი რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და ბარში მაქსიმალური ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 6 გრადუსს მიაღწევს.
18-19 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ასევე დედაქალაქშიც თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.
“ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარ-ბუქი, ბარში ნალექი წვიმის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსიდან 6 გრადუსამდე დაეცემა“, – აღნიშნავს დოდო გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები