კომპანია SOCAR Georgia Gas-ი აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის
კომპანია SOCAR Georgia Gas-ი აბონენტთა მონაცემთა ერთიანი ბაზის რეორგანიზაციის იწყებს და აბონენტებს აფრთხილებს.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, რეორგანიზაცია ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას შეეხება. ასევე კომპანია აბონენტებს მიმართავს, რომ რეორგანიზაციის პროცესში თითოეულ აბონენტს ახალი საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება, ამიტომ სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას შექმნილი შეფერხების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის გადასახადის გადახდა ნებისმიერი ბანკის სერვისცენტრებში განახორციელონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ SOCAR Georgia Gas-ის ცხელ ხაზზე: – 16 114, ან კომპანიის ადგილობრივ სერვისცენტრს მიმართონ. SOCAR Georgia Gas-ი აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.