კულტურის მინისტრი ფილმ „მანდარინების“ შემოქმედებით ჯგუფს პასუხობს

კულტურის მინისტრი ოსკარზე წარდგენილ ფილმ „მანდარინების“ შემოქმედებით ჯგუფს პასუხობს.
მინისტრის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ოსკარის ცერემონიაზე გასამგზავრებლად მათ მიერვე მოთხოვნილი თანხა გამოუყო და მიხეილ გიორგაძისთვის გაუგებარია, რა პრეტენზია აქვთ მსახიობებს სამინისტროსთან.
“მიმდინარე საკითხები ერთმნიშვნელოვნად ჯგუფის შიდაორგანიზებულობის საკითხია და პროდიუსერის მოსაგვარებელია. ზაზას გამგზავრებასთან და იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რაც ჯგუფს და ჯგუფის წევრებს გააჩნიათ, მის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი სრულად დაფინანსდა, ხოლო რაც შეეხება ამ ფაქტის დაფასებას და აღნიშვნას, შევთანხმდით, რომ ამ დაფასებასთან და აღნიშვნასთან დაკავშირებით მოვილაპარაკებთ ჯგუფის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი პირველი ქართული ფილმის, „მანდარინების“ შემოქმედებითმა ჯგუფმა კულტურის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულა. ფილმში მთავარი როლების შემსრულებლებმა გიორგი ნაკაშიძემ და მიშა მესხმა, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და დაფინანსების არქონაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები