ანგელა მერკელი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.
დეპუტატებმა ნომინირების მიზეზად უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხში მერკელის გაწეული ძალისხმევა დაასახელეს. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ უდიდესი წარმატებაა მინსკის მეორე შეთანხმების გაფორმება გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიის მოქალაქემ ნობელის მშვიდობის პრემია ბოლოს 1971 წელს მიიღო და ის გერმანიის იმდროინდელი კანცლერი ვილი ბრანტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები