უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო დაიბარეს

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს, – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, უწყებაში ვასილ ციბენკოს დაბარება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას უკავშირდება. ელჩი საგარეო პოლიტიკურ უწყებაში მიმდინარე კვირას არის დაბარებული.
გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება აპირებს უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან მოისმინოს განმარტებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები