თამარ ბერუჩაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, დღეს ზაგრებს ეწვია. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს გამართავს ხორვატიის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ვესნა პუსიჩთან. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები