ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევსა და მოსკოვს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევსა და მოსკოვს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, შტაინმაიერი ორი ქვეყნის პირველ პირებს ურჩევს უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ვითარების მეტად ესკალაცია.
“მოვუწოდებ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს – კიევს, მოსკოვსა და სეპარატისტებს დაიცვან შეთანხმება და უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ვითარეების ესკალაცია ან კონფლიქტის ახალ ადგილებში გავრცელება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ჩვენი ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება, დიდ საფასურს გადაიხდიან”,- განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყონ. აღნიშნული პროცესი ორ კვირაში უნდა დასრულდეს, მას მონიტორინგს ეუთოს სადამკვირვებლო მისია გაუწევს.
თუმცა, მინსკის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთი კვლავ ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს. კიევის ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი ღამის განმავლობაში კვლავ გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები