შს მინისტრის მოადგილე: რამაზ დევიძის ერთადერთი მფარველი არის მისი ადვოკატი (ვიდეო)

საქართველოს შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გასული ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა სიმართლეს არ შეესაბამება.
“დევაძემ არათუ ნეიტრალურ ზონაში შეაღწია საზღვარზე, არამედ ის შეაჩერეს საპასპორტო კონტროლის დროს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ეს ადამიანი იმყოფება პატიმრობაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მისი ერთადერთი მფარველი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის მისი ადვოკატი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ ვიდეომასალაც გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები