ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, ღამის 00:25 წუთზე პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ ზოლოტოიოში უკრაინელი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
საომარი მოქმედებების შეწყვეტის ბრძანების ამოქმედებამდე კი დონეცკში აფეთქებას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, არიან დაჭრილებიც, საავადმყოფოში ოცდახუთი დაშავებულია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წევრები კი იერიშის განხორციელებაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების მიუხედავად მინსკში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. თოთხმეტი თებერვლის ღამეს სროლა იყო სტრატეგიული დანიშნულების დებალცევოში, სადაც უკრაინელი სამხედროები პოზიციების გამყარებას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები