კოპენჰაგენში სროლების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 პოლიციელი კი დაიჭრა

 

კოპენჰაგენში სროლების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი პოლიციელი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „dw.de“ ავრცელებს. ნიღბიანი პირები იმ კაფეს დაესხნენ თავს, სადაც შვედი კარიკატურისტის, ლარს ვილკსის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართებოდა. დისკუსიის თემა იყო “ხელოვნება, ღვთისგმობა და სიტყვის თავისუფლება.” ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიიეღო საფრანგეთის ელჩსაც. თავდამსხმელებმა კაფეს 30 -ჯერ ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. კარიკატურისტი და საფრანგეთის ელჩი თავდასხმის შედეგად არ დაზარალებულან.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ნიღბიანი პირები ისხდნენ, კოპენჰაგენის ერთ-ერთი უბანში აღამოაჩინეს, თავად თავდამსხმელები კი ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის ძებნა ორ თავდამსხმელზეა გამოცხადებული, რომელთა პიროვნების იდენტიფიკაციაც მიმდინარეობს. დამნაშავეების ძებნაში შვედეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურიც არის ჩართული. გამომძიებლები მომხდარს შვედ კარიკატურისტზე გამიზნულ თავდასხმად აფასებენ, რომელსაც წარსულში არაერთხელ ემუქრებოდნენ.
ცნობისთვის, ლარს ვილკსიმ 2007 წელს ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა შექმნა, სადაც ის ძაღლის სახით გამოსახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები