უკრაინელი პოლიტოლოგი: სააკაშვილს უკრაინაში შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რასაც მოკლებული იყო

უკრაინელი პოლიტტექნოლოგი და პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს უკრაინაში ყველაფრის მიღება შეუძლია, რასაც აქამდე მოკლებული იყო. ამის შესახებ ბერეზოვეცი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„სააკაშვილი ამჟამად შედეგებზეა დამშეული. პოლიტიკური კარიერა, თუკი მას ეს აინტერესებს, მხოლოდ საქართველოშია. მიხეილი დროებით დევნილობაში აშკარად ერთ ადგილზე გაჩერდა. უკრაინაში ის შეძლებს მიიღოს ყველაფერი, რასაც მოკლებულია – პრესის ყურადღება, შესაძლებლობა აჩვენოს შედეგები და საქართველოს დაანახოს, რომ „სადენთეში ისევ შემორჩა დენთი“. სიტყვაზე, მის ახალ ბოსს, დენთთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად აქვს“, – წერს ბერეზოვეცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები